ინდონეზიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. „როიტერის“ ცნობით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 80-მდე დაკარგულის გადასარჩენად.
სტიქიური უბედურება იავის პროვინციაში რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.
ამასთან, ინდონეზიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა ექსტრემალური ამინდის შესახებ გააფრთხილა. მათივე ცნობით, ძლიერი წვიმა კუნძულზე მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.