ინდონეზიაში მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 384-ს მიაღწია
ინდონეზიაში მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 384-ს მიაღწია

ინდონეზიაში მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 384-ს მიაღწია. კიდევ 350 პირი კი დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის სტიქიური უბედურების სააგენტომ დაადასტურა.

მათი ცნობით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის და მის შედეგად გამოწვეული ცუნამის დროს ათასობით შენობა დაინგრა.

სამაშველო სამუშაოებში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი. მათ სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის სამედიცინო მედიკამენტები მიაქვთ.  სტიქია კუნძულ სულავესს დაატყდა თავს.

7,5 სიმძლავრის მაგნიტუდის მიწისძვრამ ქალაქ პალუში ცუნამი გამოიწვია, სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სტიქიის გამო, პალუს მთავარი აეროპორტი დროებით დაიხურა. რეისების განხორციელების უფლება მხოლოდ ვერტმფრენებს აქვთ.

ინდონეზია, სადაც 260 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ ძლიერი მიწისძვრები საკმაოდ ხშირია.