ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. კუნძულ ლამბოკზე 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა კუნძულოვანი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში ქაოსი გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიამ ერთი ადამიანი შეიწირა. დაზიანდა რამდენიმე ათეული შენობა. მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

რამდენიმე საათის წინ, იმავე რეგიონში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი ბიძგების ეპიცენტრი კუნძულის დასავლეთ ნაწილში, მიწისქვეშ 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ახლომდებარე ქალაქებშიც იგრძნეს, რის გამოც დასახლებები პანიკამ მოიცვა. მათ შორის იყო ტურისტებისთვის საყვარელი კუნძული ლამბოკი, სადაც ორი კვირის წინ 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 460 ადამიანი შეიწირა.

ცოტა ხნით ადრე 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ფიჯის კუნძულებთან ახლოს, წყნარი ოკეანის ნაწილში, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი მიწისქვეშ 560 კილომეტრში იყო. შესაბამისად, ბიძგებს სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია.