ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე, კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდას აღწევდა.

გავრცელებული ცნობით, სტიქიის შედეგად რამდენიმე დაზიანებული შენობა დაინგრა. მიწისძვრამ ლომბოკზე პანიკა გამოიწვია. მოქალაქეები სახლებიდან გარბოდნენ.

შეგახსენებთ, რომ კუნძულ ლომბოკს ძლიერი სტიქია თავს კვირას 5 აგვიტოს დაატყდა. მიწისძვრის სიმძლავრე შვიდი ბალი იყო. ოფიციალური ცნობით, სტიქიის შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა მედია 380 გარდაცვლილზე წერს. ასობით მოქალაქე საავადმყოფოში რჩება. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.