ინდონეზიაში ჰიტლერის ქანდაკების გარშემო სკანდალი აგორდა
ინდონეზიაში ჰიტლერის ქანდაკების გარშემო სკანდალი აგორდა

ინდონეზიაში ჰიტლერის ქანდაკების გარშემო სკანდალი აგორდა. ცვილის ფიგურების მუზეუმს ჰიტლერის სკულპტურის აღება მოუწია, მას შემდეგ რაც უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს.

მესამე რეიხის ფიგურა მუზეუმში 2014 წლიდან იდგა და ბოლო პერიდოში მასთან „სელფის“ ჯოხით სულ უფრო მეტი ტურისტი იღებდა ფოტოს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა სურათები, რომელზეც ჰიტლერის ქანდაკებასთან მდგარი ახალგაზრდები ნაცისტური სალამის ჟესტს აკეთებენ.

მუზეუმის ადმინისტრაციამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ ქანდაკების მიზანი არ ყოფილა ჰიტლერის პოპულარიზაცია. საბოლოოდ მუზეუმის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ფიგურა აიღეს.