ინდონეზიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი კი გარდაიცვალა
ინდონეზიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი კი გარდაიცვალა

ინდონეზიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 21 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 19,189 შეთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულია 4575 ადამიანი.

ინდონეზიაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა 2 მარტს გამოვლინდა.