ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ასობით პირი და შენობა. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯენის სიახლოვეს, მიწისქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიამ მაჯენში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა და 600-ზე მეტი დაშავდა. სამი ადამიანი კი, მეზობელ მამუჯუს რაიონში დაიღუპა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

ერთი დღით ადრე, ქვეყანაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ასევე ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრის შედეგად, არ წარმოქმნილა ცუნამის წარმოშობის საფრთხე.