ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილს დაატყდა თავს. დაღუპულთა შორის ექვსი მცირეწლოვანია.

ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან არიან დაკარგულებიც.

ქერალას შტატში ადიდებულმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო და მეწყრული პროცესებიც გამოიწვია. გზების დატბორვის გამო, არაერთი დასახლება ცენტრს მოწყდა და იზოლაციაში აღმოჩნდა. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი