ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 147-მდე გაიზარდა
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 147-მდე გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 147-მდე გაიზარდა.

სტიქია თავს დაატყდა ინდოეთის კარნატაკას, კერალას და მაჰარაშტრას შტატებს. გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერმა ასობით ათასობით ადამიანი აიძულა თავი თავშესაფრებისთვის შეეფარებინა.

სტიქიისგან დაზარალებულ შტატებში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. კერალას შტატში წყალდიდობას 57 ადამიანი ემხსვერპლა, სპეციალურ ბანაკებში კი 165 ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. საცხოვრებელი სახლები 3-4 მეტრიან ტალახის მასაშია მოყოლილი. ინდოეთის ხელისუფლება შიშობს, რომ სამაშველო ოპერაციას ძლიერი წვიმა შეაფერხებს. კარნატაკას შტატში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უძველესი ქალაქი ჰამპი დაიტბორა.