ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის სამხრეთით, კერალას შტატში წყალდიდობის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. რამდენიმე ქალაქი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

კერალას შტატში საგანგებო სამსახურებმა 22 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ევაკუაცია განხორციელდა კოჩინის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

ინდოეთში სეზონური წვიმა ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდშია.