ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

ინდოეთში, კერალას შტატში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას და მეწყერს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება ათეულობით ადამიანი. ადგილზე კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალები მუშაობენ. მობილიზებულნი არიან სამაშველო ჯგუფებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ნალექის ინტენსივობამ იკლო, თუმცა შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

2018 წელს სეზონური წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ, კერალას შტატში 223 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.