ინდოეთში უიშვიათესი ყვითელი კუ იპოვეს — #1tvმეცნიერება
ინდოეთში უიშვიათესი ყვითელი კუ იპოვეს — #1tvმეცნიერება

მეორედ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ინდოეთის სატყეო სამსახური ოქროსფერი ფარფლბაკნიანი კუს აღმოჩენის შესახებ იუწყება.

უცნაური შეფერილობის კუმ მალე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იშვიათი გვეგონოს, ეს ფენომენი ბუნებაში საკმაოდ ხშირია.

ინდური ფარფლბაკნიანი კუ (Lissemys punctata) ძირითადად ყავისფერია, აქვს ყვითელი წინწკლები, ქვეშიდან კი თეთრია. მისი ყვითელი ვარიანტები ბოლო წლებში რამდენჯერმე აღმოაჩინეს სამხრეთ აზიაში, სადაც ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყლის კუა.

ეს გენეტიკური ანომალია ხშირად არ ხდება, მაგრა, როცა ხდება, დიდ ყურადღებას იქცევს.

1997 წელს, ინდოეთის გუჯარატის შტატში, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს მთლიანად ყვითელი სხეულისა და ვარდისფერი თვალების მქონე კუ. არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ ასეთი კუები მიანმარსა და ბანგლადეშშიც არის აღმოჩენილი.

ყვითელი კუ ამ ზაფულს შენიშნეს ინდოეთის აღმოსავლეთ შტატ ოდიშაში. მისი ფოტოს „ტვიტერზე“ გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთმა ინდოელმა ბიოლოგმა განაცხადა, რომ ერთი წლით ადრე მან სამი ასეთი ინდივიდი იპოვა.

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ოქროსფერი ფარფლბაკნიანი კუ პირველად იპოვეს ნეპალშიც.

მართალია, ახლახან აღმოჩენილი ინდივიდის შესახებ ჯერ ბევრი რამ უცნობია, მიჩნეულია, რომ ეს ფენომენი გამოწვეულია სხეულში პიგმენტაციის ნაკლებობით.

ეს მოვლენა ზუსტად ალბინიზმის მსგავსია, გენეტიკური აშლილობის, რომელსაც სხეულში პიგმენტების სრული ნაკლებობა იწვევს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თეთრის ნაცვლად შეიძლება ყვითელი ფერის პტერიდინის პიგმენტების წარმოება ჭარბობდეს.

ამას ქრომატულ ლეიკიზმს უწოდებენ და მკვლევართა განცხადებით, კუებში მან შეიძლება ფერების ყველაზე მრავალგვარი ვარიანტი წარმოქმნას.

ინდოელი ჰერპეტოლოგების განცხადებით, კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში, ამ სახეობის კუმ შეიძლება წითელი შეფერილობაც მიიღოს.

ახლად აღმოჩენილი ყვითელი კუ სათევზაო ბადეში გაება, რაც თავისთავად, უდიდესი პრობლემაა ველური ბუნებისთვის.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი