ინდოეთში ტროპიკული ციკლონის გამო ხელისუფლებამ მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა
ინდოეთში ტროპიკული ციკლონის გამო ხელისუფლებამ მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

ინდოეთის სანაპირო ქალაქ პურის ტროპიკული ციკლონი „ფანი” დაატყდა თავს.

ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს და სიმძლავრით მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს შეესაბამება. ამჟამად, ციკლონი პერიფერიებიდან ქვეყნის სიღრმეში მიიწევს.

უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. გაუქმებულია ავიამიმოსვლა ოდიშასა და კოლკატას შტატებში. ამ დროისთვის დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ციკლონია აზიის სამხრეთ ნაწილში.