ინდოეთში სწრაფი ტესტების გამოყენებას დროებით წყვეტენ
ინდოეთში სწრაფი ტესტების გამოყენებას დროებით წყვეტენ

ინდოეთის სამედიცინო კვლევითი საბჭო ქვეყნის მედპერსონალს ურჩევს არ გამოიყენოს სწრაფი ტესტები მომდევნო ორი დღის განმავლობაში, რადგან ბევრ ტესტს დეფექტი აღმოაჩნდა.

როგორც საბჭო იუწყება, ხშირ შემთხვევაში სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი სანდო არ არის რადგან განმეორებით ტესტირებისას ხშირად მოდის განსხვავებული პასუხები, რაც იმის ნიშანია, რომ თავად ტესტები შეიძლება უხარისხო იყოს.

ინდოეთში კოვიდ-19-ზე ტესტირება სულ 462,621 ადამიანს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი სულ 20 111 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 645 ადამიანი.