ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ დჰარვადში შენობის ჩამონგრევას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი პირი.
ადგილზე მობილიზებული მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, 90-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი.
თვითმხილველთა განცხადებით, ნაგებობა მოულოდნელად ჩამოინგრა. გავრცელებული ცნობით, შენობის პირველ და მეორე სართულზე მაღაზიები იყო განთავსებული, სადაც ინციდენტის დროისთვის 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.