ინდოეთში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

17:56, 19.03.2019

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ დჰარვადში შენობის ჩამონგრევას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი პირი.

ადგილზე მობილიზებული მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, 90-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი.

თვითმხილველთა განცხადებით, ნაგებობა მოულოდნელად ჩამოინგრა. გავრცელებული ცნობით, შენობის პირველ და მეორე სართულზე მაღაზიები იყო განთავსებული, სადაც ინციდენტის დროისთვის 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი