ინდოეთში საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ
ინდოეთში საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

ინდოეთის მოსახლეობა საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებს. „ფრანს პრესის“ ცნობით, დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით იმართება. მოქალაქეები საბურავებს წვავენ და გზებს ბლოკავენ. აქტივისტების ნაწილი ბენზინგასამართი სადგურების მუშაობას უშლის ხელს. ასევე, დემონსტრანტებმა სარკინიგზო მაგისტრალების გადაკეტვაც სცადეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მადია პრადეშის შტატში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. ანალოგიური ინციდენტი მოხდა ინდოეთის ფინანსურ ცენტრ მუმბაიში, ასევე გუჯარათისა და ბიჰარის შტატშიც.

ინდოეთის ეროვნული ვალუტა გასულ კვირას რეკორდულად გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 72 რუპიას აღწევდა. ამან კი, იმპორტირებულ საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია.