ინდოეთში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა 15 ავტობუსი და მატარებლის რამდენიმე ვაგონი დაწვეს
ინდოეთში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა 15 ავტობუსი და მატარებლის რამდენიმე ვაგონი დაწვეს

ინდოეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა 15 ავტობუსი და მატარებლის რამდენიმე ვაგონი დაწვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დასავლეთ ბენგალიშია . აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები.

გავრცელებული ვერსიით, აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა მაღაზიები დაარბია.

ამასთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა დელიში, სადაც აქციას უმეტესად სტუდენტები მართავდნენ. დაკავებულია 40 სტუდენტი.

ინდოეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან მუსლიმ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღებას უკრძალავს.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია.