ინდოეთში სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები იგეგმება, რომლის მსგავსი 1971 წელს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომამდე გაიმართა
ინდოეთში სამოქალაქო თავდაცვის წვრთნების ჩატარებას იგეგმება, რომლის მსგავსი ბოლოს 1971 წელს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის წინა პერიოდში გაიმართა.
ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შტატებისთვის გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, წვრთნები ქვეყნის 244 სამოქალაქო თავდაცვის ოლქში ჩატარდება.
წვრთნა მიზნად ისახავს სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმების მზადყოფნის შეფასებას და გაძლიერებას ყველა შტატისა და კავშირის ტერიტორიაზე.
პირველი არის საჰაერო თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემების ეფექტურობის შეფასება და მიზნად ისახავს ხალხის მომზადებას საჰაერო თავდასხმებზე რეაგირებისთვის. ის ასევე შეამოწმებს საკონტროლო ოთახებისა და ჩრდილოვანი საკონტროლო ოთახების ფუნქციონალობას.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და სტუდენტები სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში გაწვრთნილნი უნდა იყვნენ, რათა „მტრული თავდასხმის შემთხვევაში“ თავი დაიცვან.
წვრთნები ასევე მოიცავს ელექტროენერგიის დაგეგმილ გამორთვას საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად. წვრთნების ფარგლებში ხელისუფლებამ შეიძლება, მოსთხოვოს მაცხოვრებლებს გარკვეული დროით გამორთონ შუქი, რათა ელექტროენერგიის გათიშვის იმიტაცია მოახდინონ.
სწავლება ასევე მოიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქარხნებისა და დანადგარების შენიღბვას.
წვრთნის ფარგლებში ასევე შემოწმდება სამაშველო ჯგუფებისა და მეხანძრე-მაშველების მზადყოფნა და ევაკუაციის ზომები.
სამოქალაქო პირები ასევე გაივლიან პირველადი დახმარების, ხანძრის ჩაქრობისა და თავშესაფრის ტექნიკის შესწავლას.
ინდური მედიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის მიერ შტატების მთავარი მდივნებისთვის გაცემულ ინსტრუქციებში პაკისტანთან დაძაბულობა არ არის ნახსენები, ბრძანების მიღების დრო, პაჰალგამზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გამწვავებული დაძაბულობის ფონზე, ინტერპრეტაციის ადგილს არ ტოვებს.
22 აპრილს ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში მომხდარ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ინდოეთმა პაკისტანს დააკისრა და მკაცრი პასუხით დაემუქრა. პაკისტანი ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ინდოეთის თავდასხმას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.