ინდოეთში სამხედრო ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
ინდოეთში სამხედრო ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

ინდოეთში სამხედრო ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბორტზე მყოფმა პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა ერთ-ერთმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილზე დაიღუპა. მეორე პილოტი ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინციდენტი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ბანგალორთან ახლოს მოხდა. როგორც ცნობილია, ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა Mirage-2000 კატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა, რის შემდეგაც საბრძოლო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.