ინდოეთში ქარიშხალს და მეხის ჩამოვარდნას სულ მცირე 74 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ქარიშხალს და მეხის ჩამოვარდნას სულ მცირე 74 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქია ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე რაჯასთანისა და უტარ პრადეშის შტატს დაატყდა თავს.
BBC-ის ცნობით, ათასობით აბონენტს არ მიეწოდება დენი, მოგლეჯილია ხეები, დანგრეულია სახლები.
თვითმხილველთა თქმით, ქარიშხალს თან ჭექა-ქუხილი ახლდა. რამდენიმე ადგილას მეხი ჩამოვარდა.
მთავრობის ცნობით, დაზარალებულების დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია უკვე დაიწყო.