ინდოეთში პასიური ევთანაზია დაუშვეს
ინდოეთში პასიური ევთანაზია დაუშვეს

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პასიური ევთანაზია დასაშვები გახდა, – იუწყება პორტალი NDTV.

პასიური ევთანაზია სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, ექიმების მიერ დამხმარე თერაპიის ზომების შეწყვეტაა. ინდოეთში პაციენტს თავად შეეძლება, გადაწყვიტოს, სურს თუ არა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნება. პასიური ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებულებისთვის და ასევე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფთათვის გამოიყენება.

აქტიური ევთანაზია – სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, პაციენტისთვის სხვადასხვა პრეპარატების შეყვანა ან სხვა ქმედება, ინდოეთში კვლავ უკანონო ქმედებაა.