ინდოეთში ორი წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა
ინდოეთში ორი წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა

ინდოეთში ორი წლის ბავშვი მიტოვებულ ჭაში ჩავარდა. მაშველები მის ამოყვანას მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.

„ბიბისის” ცნობით, ბიჭი დაახლოებით ათი მეტრის სიღრმეში იმყოფება. მის ამოყვანას ართულებს ის, რომ ჭა საკმაოდ ვიწროა.

მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში მაშველები ჭაში ჟანგბადს ტუმბავენ. ამასთან ერთად სპეციალისტები ჭის გაფართოებას ცდილობენ.

ორი წლის სუჯიტ უილსონი ჭაში 25 ოქტომებრს ჩავარდა, როდესაც ის სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა.

ინციდენტი ინდოეთის სამხრეთში მდებარე ტამილ ნადუს შტატში მოხდა.

თავდაპირველად ბავშვი 10 მეტრის სიღრმეში ჩავარდა, თუმცა მაშველები აცხადებენ, რომ შესაძლოა ის უფრო ღრმადაც იყოს ჩავარდნილი.

ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, დედა ბავშვის ამოყვანას ცდილობდა. მან შეკერა სპეციალური ტომარა, თავადაც შეეცადა ჭაში ჩასვლას, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივ გაზეთებში წერდნენ, რომ მაშველებმა ჭაში ვიდეოკამერა ჩაუშვეს და ბავშვის სუნთქვა გაიგეს.

გასულ კვირას ინდეოთში ინდუისტურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ჭაში ჩავარდნილი ბიჭის ისტორიამ უამრავი ადამიანისა და მედიის ყურადღება მიიპყრო.

მის გადასარჩენად არაერთ ტაძარში ლოცვა აღავლინეს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა წელს პანჯაბის შტატშიც მოხდა. მაშინ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დააწესონ ჯარიმები, რათა მიტოვებული ჭები აუცილებლად დაილუქოს.