ინდოეთში ორ მილიონამდე ადამიანი არალეგალად გამოაცხადეს
ინდოეთში ორ მილიონამდე ადამიანი არალეგალად გამოაცხადეს

ინდოეთში ორ მილიონამდე ადამიანი არალეგალად გამოაცხადეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ასამის შტატის ხელისუფლებამ სარეგისტრაციო სიის საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ 2 მილიონამდე ადამიანი მოქალაქეობის გარეშე დატოვა. ყველა მათგანს დეპორტაცია ემუქრება. სიაში ძირითადად ბენგალურ ენაზე მოსაუბრე მუსლიმები მოხვდნენ.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები ასამის შტატის გადაწყვეტილებას ქვეყნის მმართველი პარტიის პოლიტიკას უკავშირებენ.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ყველაზე მეტად ინდოეთის მეზობელ ბანგლადეშში მცხოვრები მუსლიმი იმიგრანტები დაზარალდებიან.

სარეგისტრაციო სია ინდოეთში პირველად 1951 წელს შეადგინეს. აღნიშნული დოკუმენტში მხოლოდ ის პირები მოხვდნენ, რომლებმაც ინდოეთის მოქალაქეობის დამტკიცება შესაბამისი დოკუმენტებით შეძლეს. მეზობელმა ბანგლადეშმა პაკისტანისგან დამოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა. ახალ სარეგისტრაციო სიაში სწორედ ის პირები მოხვდნენ, რომლებმაც შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ინდოეთში საცხოვრებლად ბანგლადეშის დამოუკიდებლობამდე გადავიდნენ.