ინდოეთში მყინვარის ჩამოშლისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

09:47, 08.02.2021

ინდოეთში მყინვარის ჩამოშლისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, 170-მდე ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მანამდე, შვიდი გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

კიდევ დაახლოებით 30 ადამიანი 2.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბშია ჩარჩენილი. სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მათ გადასარჩენად, მაგრამ მათთან მისვლა ჯერ შეუძლებელია.

მყინვარი 7 თებერვლის დილით, მდინარე დაულიგანგის მიდამოში ჩამოიშალა. სამაშველო ოპერაციას ატარებენ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების რამდენიმე გუნდი, ასევე მესაზღვრეები და ადგილობრივი მაშველები. მყინვარული ზვავის ჩამოწოლის გამო, ელექტროსადგურის კაშხალი განადგურდა.

მსგავსი