ინდოეთში მუსონური წვიმის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში მუსონური წვიმის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ უთარ-პრადეშში მუსონური წვიმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-ს აღწევს. დაშავებულია სულ მცირე 53 ადამიანი. სტიქიამ 6 დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ჩამოინგრა სახურავები. მოგლეჯილია ხეები და წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები, რაც მოქალაქეთა გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულთა ფინანსური დახმარების განკარგულება გასცა. სამაშველო ოპერაცია უთარ-პრადეშში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.