ინდოეთში მოქალაქეობასთან დაკავშირებით ახალი კანონის გამო, მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა
ინდოეთში მოქალაქეობასთან დაკავშირებით ახალი კანონის გამო, მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა

ინდოეთში მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით დამტკიცებული კანონპროექტის გამო, მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქციები ქვეყნის ჩრდილოეთში, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში ჩატარდა.

გარკვეულ რეგიონებში დემონსტრაციები სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

დემონსტრაციები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს უკავშირდება. ინდოეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მოქალაქეობის მიღების შესახებ. სადავო კანონპროექტი მოქალაქეობის მიღების შესახებ არსებულ კანონში შესწორების შეტანას ითვალისწინებს.

კანონპროექტი რელიგიური უმცირესობებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას მოიცავს. მათ შორის არიან ბუდისტები, ინდუსიტები, ქრისტიანები, სიქები, თუმცა სიაში არ არიან მუსლიმები. მოქალაქეობის მიღების გამარტივება ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩასულ პირებს შეეხებათ.

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი დისკრმინაციულია. თუმცა ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონპროექტში შესულ სამ ქვეყანაში მუსლიმების დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. ხელისუფლების განმარტებით, სწორედ ამიტომ არ შეიყვანეს სიაში მუსლიმები.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში მოსახლეობის 10 პროცენტი მუსლიმები არიან.