ინდოეთში მეწყერს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში მეწყერს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში მეწყერს ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის რვა ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New Indian Express-ი ავრცელებს.

მეწყერი ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მანიპურის შტატში გადაუღებელი წვიმის შედეგად სამ რაიონში ჩამოწვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი ოჯახის ხუთი ბავშვია.
ტალღის ნაკადმა ათობით სახლი წალეკა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.