ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს ინდოეთის ცენტრალურ შტატ ჩჰატისგარჰში შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, შემთხვევის მომენტში სატვირთო მატარებელი გაჩერებული იყო, სამგზავრო მატარებელი კი მას უკნიდან შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის პირველი რამდენიმე ვაგონი დაზიანდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„როიტერის“ ცნობით, ინდოეთის რკინიგზის ქსელი მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა. რკინიგზასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები ქვეყანაში იშვიათი არ არის.