ინდოეთში მატარებელი ხალხს დაეჯახა – დაღუპულია 50-მდე ადამიანი [ვიდეო]

19:24, 19.10.2018

ინდოეთში მატარებელი ხალხს დაეხაჯა – დაღუპულია 50-მდე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პანჯაბის შტატში, ინდუისტური ფესტივალის დროს მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ფესტივალზე დანთებული ცეცხლისა და ხმაურის გამო მატარებლის მოახლოება ვერ გაიგონეს.

ფესტივალზე ადგილობრივები საფრთხობელას წვავდნენ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულს ეძღვნებოდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. წინასწარი ცნობით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი