ინდოეთში მამაკაცმა საკუთარი შვილის დაბადების დღეზე 23 ბავშვი და რამდენიმე ქალი მძევლად აიყვანა
ინდოეთში მამაკაცმა საკუთარი შვილის დაბადების დღეზე 23 ბავშვი და რამდენიმე ქალი მძევლად აიყვანა

ინდოეთში მამაკაცმა საკუთარი შვილის დაბადების დღეზე, შინ სტუმრად მისული 23 ბავშვი და რამდენიმე ქალი მძევლად აიყვანა.

შემთხვევა უთარ-პრადეშის შტატში მოხდა.

მამაკაცთან მოლაპარაკებას ადგილობრივი დეპუტატი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა მას ცეცხლი გაუხსნა და ფეხის არეში დაჭრა.

მოგვიანებით, გამტაცებლის განეიტრალება სამართალდამცველებმა შეძლეს.

ის პოლიციის მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან მცირეწლოვნები, რომელთა ასაკი 6 თვიდან 15 წლამდე მერყეობს.

მომხდარის მოტივი უცნობია. გამტაცებელს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხიდან ცოტა ხნის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.