ინდოეთში ლიქიორით ინტოქსიკაციის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ლიქიორით ინტოქსიკაციის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ლიქიორით ინტოქსიკაციით 89 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, 200 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევები ქვეყნის აღმოსავლეთში, ასამის შტატში დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულების და მოწამლულების დიდი ნაწილი ჩაის პლანტაციებში მომუშავეები არიან.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ალკოჰოლის შემოწმებით დადგინდა, რომ სასმელი მომწამვლელ ნივთიერებას, მეთილის სპირტს შეიცავს. პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული 11 ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

მსგავსი შემთხვევები რამდენიმე კვირის წინ ინდოეთის სხვა შტატებშიც დაფიქსირდა. მაშინ კუსტარულად დამზადებული ლიქიორით გამოწვეული ინტოქსიკაციით ათობით ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, არალეგალურად დამზადებული ალკოჰოლური ნივთიერებების მიღების შედეგად, ინდოეთში ყოველწლიურად ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

დატოვე კომენტარი