ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით 86 ადამიანი გარდაიცვალა

12:49, 02.08.2020

ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით 86 ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შემთხვევა პანჯაბის რეგიონში მოხდა.

პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შედეგად ამოღებულია ფალსიფიცირებული და სანიტარული ნორმების დარღვევით დამზადებული ლიქიორი.

პოლიციამ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით 25 ადამიანი დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ლიქიორს კუსტარულად ამზადებდნენ და სხვადასხვა კაფეში შეჰქონდათ.

პანჯაბის რეგიონის გუბერნატორმა მომხდარის დეტალური გამოძიება მოითხოვა.

 

მსგავსი