ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა

10:25, 19.12.2020

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა.

ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 347 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 145 136 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი