ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ახალი ტიპის კორონავირუსი 10 956 ადამიანს დაუდასტურდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“ უკვე 297 535 ადამიანს გამოუვლინდა. ინფიცირების რაოდენობით ინდოეთმა მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ინდოეთში 141 842 აქტიური შემთხვევაა, 147 194 კი, უკვე გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში „კოვიდ-19“-ს 8 498 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მუმბაიში, დელიში და ჩენაიში გამოვლინდა.

„ბიბისი“ წერს, რომ ქვეყნის საავადმყოფოები ცდილობენ გაუმკლავდნენ პაციენტების რაოდენობას, ამასთანავე ბევრი ადამიანი საჭირო მკურნალობის გარეშე იღუპება.