ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება 261 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ 14.7 მილიონს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“-ს 1 501 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 177 150-ს აღწევს.

ინდოეთის დედაქალაქ დელიში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 24 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.