ინდოეთში „კოვიდ 19“-ით დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა
ინდოეთში „კოვიდ 19“-ით დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა

ინდოეთში „კოვიდ 19“-ით დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს, რადგან კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადებით დაღუპული ბევრი შემთხვევა ოფიციალურად აღრიცხული არ არის.

აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, ინდოეთი გახდა მსოფლიოს მესამე ქვეყანა, სადაც „კოვიდ 19“-ით მსხვერპლის რაოდენობა 400 000-იან ნიშნულს გადაცდა. ქვეყანაში ინფიცირების 30 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, რითაც მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მიმდინარე წლის მაისში ინდოეთში ყოველდღიურად 400 000 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, ამჟამად კი დღიური გავრცელების მაჩვენებელი 40 000-ის ფარგლებშია. ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

ინდოეთში ამჟამად ადგილობრივი წარმოების ვაქცინებს: „კოვიშილდს“ და „კოვაქსინს“ იყენებენ. ქვეყანაში ასევე დამტკიცებულია რუსული წარმოების ვაქცინა, „სპუტნიკი.“