ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 84 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 84 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 83 883 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 1043 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“ 3,85 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 67 376 გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.