ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 73 272 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:11, 10.10.2020

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 73 272 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 926 -ით გაიზარდა.

„გარდიანი“ წერს, რომ უკვე მეშვიდე დღეა, რაც ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1000-ზე დაბალია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 7 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 107 416 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი