ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 64 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:43, 19.08.2020

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 64 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 2 767 253 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 52 888 ადამიანი.

მსგავსი