ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 403 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 403 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 403 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 4 092 ადამიანი ემსხვერპლა.

უკვე მეოთხე დღეა, ინდოეთში ვირუსი 400 000-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება. პანდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში „კოვიდ-19“-ით 22.3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 242 362 კი გარდაიცვალა.

ინფექციის გავრცელების შეჩერების მიზნით, ინდოეთის რამდენიმე შტატი ჩაიკეტა. ინდოეთის მედია წერს, რომ მეორე ტალღა პიკს აღწევს.