ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 362 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 4 120 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა უტარ პრადეშშია, სადაც 230 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქ საავადმყოფოებში გადავსებულია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 23 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 258 351 ადამიანი.