ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 329 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 876 პაციენტი გარდაიცვალა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 329 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 876 პაციენტი გარდაიცვალა

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 329 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 3 876 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 22 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 249 992 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ინდოეთში ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ე.წ. ინდური შტამი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება.