ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 24 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 312 პაციენტი
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 24 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 312 პაციენტი

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 24 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 10 მილიონზე მეტი შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 312 პაციენტი გარდაიცვალა. ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 146 756-ს აღწევს.