ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში „კოვიდ-19“ 95 735 ადამიანს დაუდასტურდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას ქვეყანაში 1 172 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 4.4 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი.

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით უკვე 75 062 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირების შემთხვევებით ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.