ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში ახალი კორონავირუსი 1,035 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დაავადებას 40 ემსხვერპლა.

ქვეყანაში პანდემიის თავდაპირველი გავრცელების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 7,600 ადამიანს დაუდგინეს. სულ გარდაცვლილია 249 პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.