ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ათი ათასს უახლოვდება
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ათი ათასს უახლოვდება

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ათი ათასს უახლოვდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსი სულ 9 152 ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის 308 შემთხვევაში ის ლეტალური აღმოჩნდა.

ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსით 7978 პაციენტი მკურნალობს, 856-მა კი საავადმყოფო უკვე დატოვა.

ქვეყანაში იზოლაციის რეჟიმისთვის დაწესებული სამკვირიანი პერიოდი ხვალ, 14 აპრილს სრულდება. სავარაუდოდ, ხელისუფლება რეჟიმის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებს.