ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა

22:36, 16.09.2020

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 90 123 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 1290 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ კი გარდაცვლილთა რიცხვი 82 000-ს აღემატება. დღეისათვის ინდოეთი, ინფიცირებულთა ოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას ის აშშ-ის გადაუსწრებს.

მსგავსი