ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:25, 28.03.2020

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირებულა.

ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი, 873 შეადგენს. მათგან 19-ის შემთხვევაში ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა. ეპიდემიის ეპიცენტრია ქვეყნის დასავლეთში მდებარე მაჰარაშთრას შტატი.

მსგავსი