ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

10:42, 17.08.2020

ინდოეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტრის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალა 941 ადამიანი და მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ჯამში 50 921 შეადგინა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის, ბრაზილიისა და მექსიკის შემდეგ.

ჯამში, ინდოეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევა, აქედან აქტიურია 676 900.

მსგავსი